მისია, ხედვა და ღირებულებები
მ ი ს ი ა
შპს ,,განათლების საერთაშორისო პროფესიული აკადემიის'' მისიაა: ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრებით რეგიონისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება მულტიპროფილური მიმართულებით და მათი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და წარმატებული დასაქმებისათვის წინაპირობების შექმნა, რომელიც მიმართულია ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ.
ხ ე დ ვ ა
შპს ,,განათლების საერთაშორისო პროფესიული აკადემიის'' ხედვაა:იყოს წარმატებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რეგიონისთვის პრიორიტეტული პროგრამების განვითარებით, სასწავლო-სამეწარმეო მჭიდრო და მრავალფეროვანი პარტნიორობით, პროფესიონალ თანამშრომელთა და მასწავლებელთა გუნდითა, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებით და 2033 წლისთვის უზრუნველყოს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლები.
ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი
გუნდურობა
გამჭვირვალობა
პროგრესულობა
ტოლერანტობა
ინოვაციების მხარდაჭერა
ადამიანის უფლებათა დაცვა
ინტერნაციონალიზაცია