IAPE

ჩვენს შესახებ

საერთაშორისო პროფესიული განათლების აკადემიის მისია, ხედვა და ძირითადი ღირებულებები.

მისია

ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრებით რეგიონისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება მულტიპროფილური მიმართულებით და მათი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და წარმატებული დასაქმებისათვის წინაპირობების შექმნა, რომელიც მიმართულია ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ.

ხედვა

ჩამოყალიბდეს წარმატებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც განავითარებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებს, დაამყარებს მჭიდრო სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას და უზრუნველყოფს პროფესიონალ თანამშრომელთა და მასწავლებელთა გუნდის მუდმივ განვითარებას. კოლეჯი მიზნად ისახავს დივერსიფიცირებულ დაფინანსებაზე დაფუძნებულ მდგრად განვითარებას და 2033 წლისთვის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მიღწევას.

ჩვენი ღირებულებები

ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობასა და განვითარების მიმართულებას.

გუნდურობა

თანამშრომლობითი კულტურის განვითარება საერთო მიზნების მისაღწევად, ცოდნის გაზიარებისა და ერთობლივი გადაწყვეტილებების გზით.

გამჭვირვალობა

მართვის პროცესების ღიაობა, რაც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას, ნდობასა და ობიექტურ შეფასებას.

პროგრესულობა

თანამედროვე მიდგომების დანერგვა და უწყვეტი განვითარება კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად.

ტოლერანტობა

განსხვავებული აზრის, კულტურისა და იდენტობის პატივისცემა; ინკლუზიური გარემოს ფორმირება.

ინოვაციების მხარდაჭერა

ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლებასა და მართვაში.

ადამიანის უფლებათა დაცვა

თანასწორი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და ეთიკური გარემოს შექმნა.

ინტერნაციონალიზაცია

საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და გლობალური პრაქტიკის დანერგვა.